რაულ ხაჯინბა ამომრჩევლებს რუსეთთან საზღვრის გახსნას ჰპირდება
დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი რაულ ხაჯინბა პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან საზღვარს გახნის. მისი განცხადებით, ეს შესაძლებელი გახდება მოსკოვთან შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ. ხაჯინბა მიიჩნევს, რომ ამის შემდეგ სოფლის მეურნეობის სფერო გაუმჯობესდება და ტურისტების ზრდა მოხდება. იგი ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში იმ დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელიც რუსეთთან საზღვრის გახსნას ითვალისწინებს, ახალ წლამდე მოხდება.