კახა ლაბუჩიძე მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა

„მოხარული ვარ, რომ ჩემს სამაჟორიტარო რაიონში მსგავსი მასშტაბის პროექტი განხორციელდა, რომელმაც შეცვალა დედაქალაქის იერსახე, გამზირი გახადა მოდერნისტული, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.
ამასთან, რეაბილიტირებული პროსპექტი ტურისტულადაც განსაკუთრებულად მიმზიდველი გახდება და ისნის რაიონის მცხოვრებლებისთვის გადაადგილებაც მეტად კომფორტული, გამარტივებული”, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ლაბუჩიძე დღეს დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ქეთევან დედოფლის გამზირზე პროექტით გათვალისწინებული ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება და გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორშაბათს მთლიანად გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები