არჩილ თალაკვაძე: აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენი ურთიერთობები ძალიან ღირებული და ფასეულია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან ღირებული და ფასეულია.

რაც შეეხება “ხალხის ძალის” განცხადებებს, თალაკვაძის თქმით, მის წარმომადგენლებს მედიასთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვთ და თუ მედიას დამატებითი შეკითხვები უჩნდება, მათ უნდა მიმართონ.

“პრემიერმინისტრმა და ჩვენი გუნდის პოლიტიკურმა ლიდერებმა არაერთხელ პირდაპირ ვთქვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენი ურთიერთობები ჩვენთვის არის ძალიან ღირებული და ფასეული. სხვა პოზიცია „ქართულ ოცნებას“ და ჩვენ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ამერიკის მეგობრობასა და სტრატეგიულ თანამშრომლობას. რაც შეეხება „ხალხის ძალას“, კოლეგებს, რომლებმაც დატოვეს ჩვენი პარტია, მათ მედიასთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვთ, თუ თქვენ დამატებითი კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ მიმართოთ კიდევ ერთხელ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები