არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ რუსულ საქმეს აკეთებს

“ეს ის პოლიტიკოსები არიან ოპოზიციიდან, რომლებიც ევროპაში ჩადიან, იქ ამბობენ, რომ სტატუსს ნუ მისცემთ საქართველოსო, როდესაც საქართველოში ჩამოდიან ამბობენ, რომ საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის ბრიუსელში ვიზიტსა და მათ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.

თალაკვაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ რუსულ საქმეს აკეთებს.

„ერთიც და მეორეც გახლავთ საქართველოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს მომავლის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ აკეთებს რუსულ საქმეს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა გიორგი ვაშაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ 19-21 ოქტომბრის ბრიუსელის ვიზიტის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, ” ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ევროპის ნაწილი ვერ გახდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები