პროქართული პროპაგანდა ცხინვალში, შემთხვევითობა თუ ?

  ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის ექვსი წლისთავი აღნიშნეს. ღონისძიება რესპუბლიკურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა. კონფერენციის თემა იყო „2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება, გეოპოლიტიკური გარდაქმნის დაწყება და პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტები.
კონფერენცია ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ინფორმაციისა და მედიის სახელმწიფო კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიებაზე ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მოსკოველი პოლიტოლოგის ანდრეი ეპიფანცევის გამოსვლა იყო, რომელმაც ორ ძირითად თემაზე ისაუბრა – ოსეთის გაერთიანების პერსპექტივაზე და საქართველოსთან ჰუმანიტარული კონტაქტების განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებამდე ორი კვირით ადრე ეპიფანცევი საქართველოში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს შეხვდა.
„დღეს უკვე ნათელია, რომ რუსეთი ძველებურად ეცდება, ხელი შუშალოს საქართველოს ნატოში გაერთიანებას, ამიტომ ის იძულებული იქნება თბილისი დააშინოს და სამხრეთ ოსეთი საკუთარ შემადგენლობაში მიიღოს. ცხადია, რომ დღევანდელ ვითარებაში საქართველო ადრე თუ გვიან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება და სამხრეთ ოსეთის საკითხზე „ვაჭრობა“ არავის გადაარჩენს. მეორე მხრივ, ჰუმანიტარული კონტაქტების განვითარება აუცილებელია, რადგან ქართველები სამხრეთ ოსეთის რეალობას კარგად არ იცნობენ და თუ ისინი რესპუბლიკაში მასობრივად ჩავლენ, მაშინ ნამდვილ მდგომარეობას გაათვითცნობიერებენ და რევანშისტულ გეგმებს გადახედავენ“, – განაცხადა ეპიფანცევმა.
აქვე უნდა ითქვას, რომ რუსი პოლიტოლოგის გამოსვლას კომენტარები არ მოჰყოლია, მაშინ როდესაც მის მოხსენებას დე ფაქტო სახელმწიფო ჩინოვნიკები და მინისტრები ისმენდნენ. განსხვავებული პოზიცია მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთიდან პროფესორმა ვალერი ძიოევმა გამოთქვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველები არ იცვლებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები