ბექა დავითულიანი: ვაკის პარკი იბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც ათწლეულების მანძილზე ჰქონდა და გახდება ერთ-ერთი მთავარი საქალაქო პარკი თბილისში

ვაკის პარკი იბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც ჰქონდა ათწლეულების მანძილზე და ის გახდება ერთ-ერთი მთავარი საქალაქო პარკი თბილისში, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებას, რომლის თანახმად, ვაკის პარკის აღდგენის მეორე ეტაპი უკვე დასრულებულია, რაც მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციას გულისხმობდა.

„ვაკის პარკის და კასკადის აღდგენა, რომელიც უკვე წლებია, ამორტიზებულია, ძალიან მნიშვნელოვანია ვაკისა და მთლიანად თბილისისთვის. ვაკის პარკი იბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც გააჩნდა ათწლეულების მანძილზე და ის გახდება ერთერთი მთავარი საქალაქო პარკი თბილისში“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები