თბილისში, საირმის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
თვითმხილველების თქმით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და 236-ე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.
უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.