არჩილ თალაკვაძე: რასაც ახლა ვხედავთ, ეს ჯერჯერობით არის პოლიტიკური თავბრუსხვევები “ნაცმოძრაობაში”

“რასაც ახლა ვხედავთ, ეს ჯერჯერობით არის პოლიტიკური თავბრუსხვევები “ნაციონალურ მოძრაობაში”, ალბათ, კიდევ უფრო მეტი წინ ელოდება საზოგადოებას და ამას ვნახავთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს დღის წესრიგი, არ ჰყავს ლიდერები, რომლებიც მომავალზე არიან ორიენტირებულები.

“ეს არის გავლენების გადანაწილების პროცესი, მინიმუმ სამ პოლიტიკურ ჯგუფს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. როცა ვამბობ გავლენას, ამაში იგულისხმება პარტიული ფული და მედია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს, ამის გადანაწილების პროცესის მომსწრეა საზოგადოება. მთავარი პრობლემაა, რომ პარტიას არ აქვს დღის წესრიგი, არ ჰყავს ლიდერები, რომლებიც მომავალზე არიან ორიენტირებულები. ეს პარტია ჩამოყალიბდა, როგორც დესტრუქციული, ანტისაზოგადოებრივი და ანტიპოლიტიკური მოძრაობა”, – განაცხადა თალაკვაძემ

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები