გრიგოლ ნარსიას ადვოკატი: დაცვის მხარე არ გამორიცხავს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელის ერთ-ერთი ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს.

ამის შესახებ მან თავის დაცვის ქვეშ მყოფთან შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩემთვის მნიშვნელოვანია, არის თუ არა ჯანმრთელობის სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნული მის დაზიანებასთან დაკავშირებით და გასარკვევია, იყო თუ არა აუცილებელი, მას მიყენებოდა ის დაზიანებები, რომლებიც ფიზიკურად აღიქმება. დაცვის მხარე არ გამორიცხავს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას, რათა სრულად გაირკვეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა“, – აცხადებს ადვოკატი დალი სულაქველიძე.

ამასთან, სულაქველიძე არ გამორიცხავს, რომ დაცვის მხარემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის დაკითხვა მოითხოვოს. ადვოკატის თქმით, მინისტრის მოადგილემ დაკავების დროს განაცხადა, რომ ნარსიამ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რასაც თავად დაკავებული უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები