მაქარაშვილის, კაჭარავასა და ბერძენიშვილის სარჩელზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

გიორგი მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავასა და ზურაბ ბერძენიშვილის სარჩელზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, 2019 წლის ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან გამართული დემონსტრაციისას მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის მიმართ შეკრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა.

რაც შეეხება კაჭარავას, ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონი მხოლოდ ამ მოსარჩელეს მიმართ დაირღვა, რადგან “არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ის დემონსტრაციის დაგეგმვაში მონაწილეობას ან საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელის ბლოკირებას ახდენდა.” შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის ირაკლი კაჭარავასთვის 3 თვის ვადაში 1600 ევროს გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ “საქართველოს ხელისუფლებამ საკმარისი ტოლერანტობა გამოიჩინა დემონსტრაციის მონაწილეების მიმართ”.

შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ სახელმწიფოს მოქმედებები საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელების გათავისუფლების მიზნით მართლზომიერი იყო.

ცნობისთვის, “მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” – ამ სახელწოდების განაცხადით მოსარჩელეებმა
სტრასბურგში 3 წლის წინ პარლამენტთან გამართული დემონსტრაციის დროს შეკრების უფლების შეზღუდვა და მათი რამდენიმედღიანი დაკავება გააპროტესტეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები