თვითმხილველების თქმით, ქუთაისში ბანკზე თავდამსხმელი 2 მილიონ ლარს ითხოვს
თვითმხილველების ინფორმაციით, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელი 2 მილიონ ლარს ითხოვს.
თვითმხილველებისვე თქმით, მძარცველმა ბანკში შეჭრიდან მალევე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.
ცნობისთვის, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე “საქართველოს ბანკს” თავს დაესხნენ.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირი ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.
ტერიტორია სამართალდამცველებმა გადაკეტეს.