საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს ტანკისტის დღეს აღნიშნავს

  საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს ტანკისტის დღეს აღნიშნავს. 22 წლის იუბილე დღეს ვაზიანში, მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე საზეიმოდ აღინიშნა. ვაზიანზე შეკრებილ სამხედროებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართავა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. მოწვეული სტუმრები და ქართველი სამხედრო მოსამსახურეები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სახმედროების ხსოვნას. საზეიმო ღონისძიება წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდება. სწავლება “ვაზიანი 2014”-ის მონაწილე პირად შემადგენლობას კი მედლები და სერტიფიკატები გადაეცემათ. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სამხედრო ბაზაზე ღია კარის დღე მოეწყობა. სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრებს საშუალება ექნებათ გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერონ. ტანკისტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კონცერტით დასრულდება. პირველი სატანკო ქვედანაყოფი 1992 წლის 10 აგვისტოს შეიქმნა, 2007 წელს კი ჯავშანსატანკო კურსის ჩამოყალიბება დაიწყო. 2009 წელს შეიქმნა ჯავშანსატანკო სასწავლი ცენტრი, სატანკო ქვედანაყოფის სამხედროები ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციებშიც მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები