ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქართველოში უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქართველოში უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება.
მინისტრის თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, თავდაცვის უწყებამ საფრენ აპარატებზე მუშაობა აქტიურად დაიწყო.
„ამ კომპანიის ნაწარმი აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში და არის ძალიან გამართლებული საწარმო. ეს არის კერძო საწარმო. ჩვენ დავაფუძნეთ კერძო საწარმო კომპანია „დელტასთან“ ერთად და წლის ბოლომდე, როგორც დაგპირდით დავიწყებთ წარმოებას.
საფრენი აპარატი 2019 წლამდე არ გვყოლია. მას შემდეგ ორი წელია, აქტიურად დავიწყეთ საფრენ აპარატებზე მუშაობა და გვყავს ექვსი მოქმედი „სუ-25“, სამი იროკეზი, სამი „ან-2“ ტიპის თვითმფრინავი, სამი „მი-24“, თუმცა, ეს პროცესი არის განგრძობითი და ამაზე არ ვაპირებთ გაჩერებას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.