გორში, ჯავახიშვილის ქუჩასა და შინდისის გმირების გამზირზე გარე განათების ნათურები იცვლება
გორში, ჯავახიშვილის ქუჩასა (მონაკვეთი) და შინდისის გმირების გამზირზე გარე განათების ნათურები იცვლება.
გორის მერიის ინფორმაციით, ძველი ნათურები, რომლის 60 %-იც დაზიანებული იყო და აღარ ინთებოდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ენერგოეფექტური სანათებით ჩანაცვლდება. ახალი ნათურები 80-მდე გარე განათების ბოძზე დამონტაჟდება.
სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტომ დღეს დაიწყო და ხვალ დაასრულებს.
გარდა ამისა, აღნიშნულმა ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ შინდისის გმირების გამზირზე დასუფთავების მასშტაბური სამუშაოებიც ჩაატარა.