ცხინვალი საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილებას 5 დღით აკრძალავს

  ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილებას კრძალავს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ისინი დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყებიან, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მემორიალურ ღონისძიებებს უკავშირდება, 6 აგვისტოდან ადმინისტრაციული საზღვრის გამარტივებულ მონაკვეთებზე მოქალაქეების გადასვლა წყდება. აკრძალვა 11 აგვისტოდან მოიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები