საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს ინსპექტირების, რეინსპექტირების, გამოძიების, დახმარებისა და სწავლების შესახებ დეტალური პრეზენტაციები წარუდგინეს. ქართულმა მხარემ კი, მათ საკუთარი საქმიანობის ძირითადი ასპექტები გააცნო.

თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ჯორჯიის შტატის გვარდიის გენერალურ ინსპექციასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. თანამშრომლობა პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები