რუსეთი საქართველოს საზღვრებთან სამხედრო-საჰაერო წვრთნებს ჩაატარებს

  რუსეთის ფედერაცის სამხრეთ რეგიონებში 4-იდან 8 აგვისტომდე სამხედრო-საჰაერო ძალების წვრთნები ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 100 ავიაგამანადგურებელი და სამხედრო ვერტმფრენი. სწავლება ორმხრივი ხასიათის იქნება. ვარჯიშის დროს კრასნოდარის და როსტოვის ოლქებში სამხედრო აეროდრომებს გამოიყენებენ, ასევე ჩრდილო ოსეთის პოლიგონებს.
სავარჯიშო ოპერაციის დროს მობილიზებული იქნება დაახლოებით 30 ვერტმფრენი და 300 სამხედრო პილოტი. მსგავსი მაშტაბის სწავლებები ტარდება პირველად და ერთდროულად მოიცავს რუსეთის ფედერაციის 3 რეგიონს, – აცხადებს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 100 საბრძოლო ავიალაინერი „სუ-27“, „მიგ-31“, „სუ-34“, ბამბდამშენი „სუ-24“, ვერტმფრენები: „მი-8“, „მი-24“, „მი-28“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები