აფახაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ შინაგან საქმეთა მინისტრი გადააყენა
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ ხეცია თანამდებობიდან გაათავისუფლა, მის შემცვლელად კი რაულ ლოლუას კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ “აპსნიპრესი” იუწყება. იმავე ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დიმიტრი შამბამ განაცხადა, რომ ვალერი ბგანბას მიზანია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. შამბას თქმით, სამართალდამცავები არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკურ პროცესებში. დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს გაიმართება.