დავით ქართველიშვილი: ევროპულ და ამერიკულ დაფინანსებაზე მყოფნი კოლექტიური “პავლიკ მოროზოვები” ისეთი ძალისხმევით ხერხავენ საკუთარ მკვებავ ტოტს, რომელსაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია, რომ მათ შეურაცხადობაში არანაირი ეჭვი აღარ გეპარება

„პარტიებს რომ დავანებოთ თავი – მათი “ახალგაზრდული მოძრაობები”, ომბუდსმენის მიერ მკვებავი “დაჯგუფებები”, არასამთავრობო სექტორის უმეტესი ნაწილი, ე.წ. მედიასაშუალებები, ტროლების, ბოტების არმია – დღეს დასდევს ნებისმიერ პოსტს თუ კომენტარს, რომელიც ეხება საქართველოს EU-ს შემადგენლობაში გაწევრიანების მისწრაფებას – დედის გინებით, დაცინვით, “და-ჰა-ჰა-ვებით”,- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ბაია პატარაიას მიერ ფეისბუქზე გამოხატულ რეაქციას.

„მართალია, საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსის მაძიებლობის მოწინააღმდეგეთა “ძრომიალი” სხვადასხვა ევროპულ პლატფორმებზე იმდენად გამჭვირვალე არაა ჩვენთვის – საქართველოს ევროპული გზის გულშემატკივრებისთვის – ამის შესახებ მაინც მოგვდის გამაოგნებელი და სამარცხვინო ინფორმაციები. მაგრამ სოციალური ქსელების მეშვეობით ეს ძირგამომთხრელი პროცესი უფრო თვალსაჩინოა ჩვენთვის. გაშმაგებული ენთუზიაზმით, ჯოჯოხეთური “და-ჰა-ჰა-ვებით” ევროპულ და ამერიკულ დაფინანსებაზე მყოფნი ეს კოლექტიური “პავლიკ მოროზოვები” ისეთი ძალისხმევით ხერხავენ საკუთარ მკვებავ ტოტს – რომელსაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია – რომ მათ შეურაცხადობაში არანაირი ეჭვი აღარ გეპარება. ე.წ. პარტიებს რომ დავანებოთ თავი – მათი “ახალგაზრდული მოძრაობები”, ომბუდსმენის მიერ მკვებავი “დაჯგუფებები”, არასამთავრობო სექტორის უმეტესი ნაწილი, ე.წ. მედიასაშუალებები, ტროლების, ბოტების არმია – დღეს დასდევს ნებისმიერ პოსტს თუ კომენტარს, რომელიც ეხება საქართველოს EU-ს შემადგენლობაში გაწევრიანების მისწრაფებას – დედის გინებით, დაცინვით, “და-ჰა-ჰა-ვებით”, გადაკარგული რუსული სოფლის დისკოტეკის საუკეთესო ტრადიციებში, სადაც ყოველ ჯერზე ცდილობენ ინტელექტს თავზე ცარიელი არყის ბოთლი გადაამტვრიონ. ან რა აზრი აქვს ამ “быдло”-სთან ოპონირებას ან დებატებს – ბულგაკოვის ნაწარმოების ცნობილი გმირის, შვონდერის ამალასავით რომ დაეთრევიან ევროპული გეზის მიმდევართა კედლებსა და სტატუსებზე და “ინტერნაციონალის” ბღავილით ცდილობენ დასავლეთის დარწმუნებას რომ იქ, სადაც მსგავსი “быдло” დღეს საქართველოში “ბომონდს” წარმოადგენს – ამ ქვეყნის ადგილი EU-ს რიგებში არაა. სულ ცოტა ხანში უამრავ კითხვას გაეცემა პასუხი – მოთმინებით აღვივსოთ!“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები