ავტოკატასტროფის შედეგად ,,აფხაზეთის რესპუბლიკის“ ეროვნული ბანკის თავმჯდომარე ილარიონ არღუნი გარდაიცვალა (ვიდეო)
საინფორმაციო სააგენტო ,,ლაივ-ნიუსის“ ინფორმაციით, ავტოკატასტროფის შედეგად ,,აფხაზეთის რესპუბლიკის“ ეროვნული ბანკის თავმჯდომარე ილარიონ არღუნი გარდაიცვალა. მიღებული ტრავმებით ასევე დაიღუპნენ დაცვის თანამშრომელი და მძღოლი. თვითმხილველთა თქმით, ავტომატურად ჩაიკეტა დაჯავშნული ავტომანქანის კარები, რის შედეგადაც მგზავრებმა ვერ მოახერხეს ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ ილარიონ არღუნი 2005 წელს სათავეში ჩაუდგა ,,აფხაზეთის რესპუბლიკის“ ეროვნულ ბანკს. მანამდე ის,,გაგრა ბანკს“ ხელმძღვანელობდა. 2009 წელს არღუნზე განხორციელდა თავდასხმა, მისი ავტომობილი დაცხრილეს, თუმცა ამ ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=0hyBZ2B7Zw8″ width=”560″ height=”315″]