კონფლიქტის ზონიდან გატაცებული ახალგაზრდა ცხინვალის იზოლატორში რჩება
გორის რაიონის სოფელ ქვეშიდან ე.წ. რუსი მესაზღვრეების მიერ გატაცებლი 21 წლის ზაქრო ბუთხუზი მესამე დღეა ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. იგი საკუთარ ბაღში დააკავეს. ოჯახს, ახალგაზრდას ადგილსამყოფელისა და გამოსასყიდის თაობაზე, ამ დრომდე არავინ არ დაკავშირებია.
ზაქრო ბუთხუზის დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.