თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობაში სპორტული ტურნირი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებს შორის სპორტული ტურნირი დასრულდა. ფინალური შეხვედრები გორში, I ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა და მას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს სპორტის სამ სახეობაში – ქართულ ჭიდაობაში, ფრენბურთსა და მინი ფეხბურთში შეეჯიბრნენ. ქართულ ჭიდაობაში და მინი ფეხბურთში პირველი ადგილი I ქვეითმა ბრიგადამ დაიკავა, ფრენბურთში კი გამარჯვებული V საარტილერიო ბრიგადა გახდა.
გამარჯვებულ გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ. სპორტული ტურნირი თავდაცვის ძალებში აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები