ამაზონელი აბორიგენების ტომი და პრეისტორიული ცხოვრების წესი 21-ე საუკუნეში
პლანეტაზე ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე ერი, რომელსაც, თითქმის, არ შეხებია ცივილიზაცია. ვაორანის ტომი ერთ-ერთი მათგანია. ისინი ამაზონის ჯუნგლების მკვიდრნი არიან და პირველყოფილური ცხოვრების წესს ეწევიან. ჩეხი ფოტოგრაფი ვაცლან შილხი არ შეუშინდა ტროპიკული ტყეს და შეხვდა ამ გასაოცარ ადამიანებს. მას გასაოცარი ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცა.
ამ ფოტოებზე მათი ყოველდღიური ცხოვრებაა ასახული. ადრე ამ ტომის მკვიდრებმა 5 ამერიკელი მისიონერი მოკლეს. ეს 1956 წელს მოხდა. მისიონერები მათ გაქრისტიანებას ეცადნენ, ვაორანის ტომის წევრებმა კი იფიქრეს, რომ ისინი კანიბალები იყვნენ და მათგან საფრთხე ემუქრებოდათ.
56 წლის ფოტოგრაფმა აბორიგენების ცხოვრებიდან რამდენიმე საინტერესო კადრი გადაიღო. ისინი სანადიროდ დღემდე მშვილდებს იყენებენ, დადიან შიშვლები და ველურ ცხოველებზე ნადირობენ. ფოტოგრაფი ტომს ადგილობრივი გიდის თანხლებით ეწვია, რომელიც აბორიგენებს იცნობს, ამიტომ ისინი მას მეგობრულად შეხვდნენ.
აბორიგენები პირველად 1940 წელს კომპანია Shell Oil-ის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. ეკვადორის ხელისუფლება დღემდე იჭრება მათ ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების მიზნით.
დღეს ვაორანის მოსახლეობა ბევრ თანამედროვე ტექნოლოგიას იყენებს: ძრავიან ნავებს, ბენზინზე მომუშავე ხერხს, სატელეფონო კავშირებს… ყველაფრის მიუხედავად, ისინი ძველი ცხოვრებით ცხოვრობენ: ნადირობენ და მიწათმოქმედებას ეწევიან.
უკანასკნელ წლებში ტყის მასობრივმა ჭრამ ვაორანის ტომს ჯუნგლების სიღრმეში შესვლა აიძულა. სამწუხაროდ, მათი დასალევი წყლის მარაგი, ნავთობის მოპოვების გამო, დაბინძურებულია და იწურება.