ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

გორის რაიონის სოფელ ქვეშთან ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები არიან სოფელ ქვეშის მკვიდრი, 21 წლის ზაქრო ბუთხუზი და მასთან სტუმრად მყოფი, სოფელ ახრისში მცხოვრები ბუტა ბალიაშვილი. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საქონლის მწყემსვისას დააკავეს. ჯარიმის გადახდის თაობაზე გატაცებულების ოჯახებს ჯერ არავინ დაკავშირებია. დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები