„ის ატირდა და ნიჩბის მოსაძებნად წავიდა“ – მღვდლისა და მრევლის მიერ ამოთხრილ ძმათა საფლავში 14 ადამიანი დაკრძალეს
„მე არ მიფიქრია, რომ პირველივე დღეს წავსულიყავი, შემდეგ კი, ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. როდესაც რუსები შემოვიდნენ, გასაგები გახდა, რომ უკვე ვერავინ ვერსად წავიდოდა“
ივანთან ერთად მისი ოჯახიც დარჩა.
„ისინი ჩვენთან მსახურებაზე შემოვიდნენ, ოფიცერმა იკითხა: „თქვენ მკრეხელები ხართ?“ მე ვუპასუხე – შეხედეთ ასოებს „მპ“ ხედავთ? ეს მოსკოვის პატრიარქატია, ეს ისეთივე ეკლესიაა, როგორიც თქვენი. მაშინ მან თავის ჯარისკაცს უბრძანა, ქუდი მოეხადა“.
როგორც ივანი ამბობს, თავიდან მღვდლები ცალ-ცალკე უგებდნენ წესს დაღუპულებს და ასაფლავებდნენ როგორც წესი იყო, მაგრამ შემდეგ ეს შეუძლებელი გახდა.
„მე ვცდილობდი, სახლიდან არ გამოვსულიყავი მიზეზის გარეშე, ვინაიდან როგორც ადამიანები ჰყვებოდნენ, რუსები ყველა მამაკაცს მაშინვე კლავდნენ“.
მალე დადგა ის დღეც, როდესაც ივანი დილის მსახურებაზე გამოვიდა და დაინახა, რომ დაღუპულთა სხეულები არავის მიჰქონდა.
„თავიდან მაშინვე მიჰყავდათ ისინი, ვისაც ანასხლეტი ხვდებოდა, ნათესავებს ან ჯარისკაცებს, მაგრამ შემდეგ დაღუპულები მომრავლდნენ და მათ წამოსაყვანად არავინ მოდიოდა. მე ეკლესიამდე მივედი და მამა ანდრიას ვუთხარი – ასე ხომ ვერ ეყრებიან ცხედრები? მოდით, წესი ავუგოთ. ის ატირდა და ნიჩბის მოსაძებნად წავიდა. ძმათა საფლავს მთელი დღე ვთხრიდით ადგილობრივები და ეკლესიის მსახურები.“
ივანის თქმით, მათ 15 დაღუპულის გადაყვანა მოახერხეს იქ. ეკლესია, რომელშიც ივანი დადიოდა, დაზიანდა. დაზიანებულია გუმბათი და კედლები.
კიდევ ერთი ძმათა სასაფლაო ეკლესიის ეზოში იპოვეს ჟურნალისტებმა, თანამგზავრის სურათების მიხედვით. სურათებზე ჩანს 14 მეტრიანი თხრილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის რუსმა ჯარისკაცებმა ამოთხარეს. გავრცელებული ინფორმაციით, 67 ადამიანია დასაფლავებული.