ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საველე სწავლებას დაესწრო (ვიდეო)

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლებას – “ვაზიანი 2014” დაესწრო, რომელიც თავდაცვით ბრძოლაში კომბინირებული ძალების ურთიერთქმედების დახვეწასა და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. პრემიერ–მინისტრი, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ასევე დაესწრო ჯავშანსატანკო ქვედანაყოფებში „მაილსის“ ლაზერული სისტემების გამოყენებით გამართულ პირველ წვრთნას. საველე სწავლების დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ამაყია ქართული ჯარის მობილიზებულობითა და პროფესიონალიზმით.
“თითოეული ჯარისკაცი არის ჩვენი ქვეყნის საამაყო. ჩვენი ჯარი და ჩვენ ყველა ვდგავართ ჩვენი ქვეყნის სამსახურში და მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ჯარს მაქსიმალურად გვერდში დაუდგეს”, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

1910521_693310200760059_6088741118751036239_n

10301934_693310497426696_5117319872746020341_n

10339748_693310467426699_1865600892414799875_n

10355722_693310287426717_5295554172957746681_n

10537040_693310440760035_6325986706448605647_n

10561646_693310210760058_1912161596390808279_n

10563065_693310327426713_8620301848950007351_n

10569105_693310414093371_7894869320137296819_n

10570560_693310204093392_7542762580314805306_n

10574412_693310244093388_8292295385931440026_n

10580057_693310297426716_5371277432733902966_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=i_nP_01Gwas&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები