წედისი-ბნავისის მიმართულებით გზის მოწყობა დაიწყო

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დაიწყო გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ხიდისთავი – ატენის გზიდან წედისი – ბნავისის მიმართულებით.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები.

სარეაბილიტაციო გზის გრუნტიანი და ასფალტის დაზიანებული საფარი ათეულობით წლებია პრობლემებს უქმნის როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებსაც.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგება და რამოდენიმე ადგილას რკინა – ბეტონის სანიაღვრე არხის, ასევე მდინარე ათრევას რამოდენიმე მონაკვეთზე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

წედისი – ბნავისის სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 5 800 მეტრია.

პროექტი გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები