ძაღლმა ათეულობით კილომეტრი გაიარა, რათა ფრონტზე მეგობარი ეპოვა

სამხედრო ძაღლმა, სახელად ლეამ, ათეულობით კილომეტრი გაიარა თავისი მეგობარი კინოლოგის მოსაძებნად. ახლა მან უკვე ძალები აღიდგინა და, სამხედროებთან ერთად, უკრაინის დაცვას შეუდგა.

ლეა სამხედრო ძაღლია კინოლოგიური ცენტრიდან. იქ ის დაკარგული ადამიანების ძებნაში და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში იყო ჩართული.

რუსული ჯარების შემოსევის შემდეგ, ევაკუაციის დროს ძაღლი აფეთქებებმა შეაშინა და გაიქცა.  მას დიდხანს ეძებდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

ერთ დღეს ლეამ თავად იპოვა მეგობარი – კინოლოგი ბოგდანი. ცხოველმა გამოიყენა თავისი სამძებრო უნარები და გაიარა ათობით კილომეტრი.

მშიერი და ძალაგამოცლილი მივიდა თავის პოზიციაზე. ბოგდანის სიხარულსა და გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ახლა ძაღლი კარგადაა და ის აგრძელებს მსახურებას მცველებთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები