ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სავანეთისა და დარბაზის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებები და კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ სავანეთისა და დარბაზის მოსახლეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და სოფლებში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

არსებული ინფორმაციით, ხმათა უმრავლესობით, სოფელ დარბაზში სანიაღვრე ქსელის, სავანეთში კი გარე განათების ქსელი მოეწყობა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს ვაგრძელებთ. ჩვენი მოქალაქეების ჩართულობით თითოეული სოფლის საჭიროებების გამოკვეთა მიმდინარეობს. ვფიქრობ, პროგრამის ფარგლებში, წელსაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. მოხარული ვარ, რომ მოსახლეობა ამ პროცესში მონაწილეობას აქტიურად იღებს და ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა სწორედ მათი ჩართულობით ხდება”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები