შვეიცარია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია საოკუპაციო ხაზს მოინახულებს
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი შვეიცარია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია დღეს გორში გაემგზავრება და სოფელ დიდ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს მოინახულებს. დღესვე დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან.
დელეგაცია, რომელსაც სენატორი ფილიპო ლომბარდი ხელმძღვანელობს, უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს თედო ჯაფარიძეს, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას, მეგობრობის ჯგუფის წევრებს და პარლამენტის უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს.