ულამაზესი ნისიროსის და მისი ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების ისტორია
ნისიროსი საბერძნეთის ყველაზე მსხვილი ვულკანური ცენტრია. მისი ფართობი მოიცავს 41.263 კვადრატულ კილომეტრს, ხოლო სანაპირო ხაზი- 30 კილომეტრს. კუნძულს მომრგვალებული ფორმა და 8-კილომეტრიანი დიამეტრი აქვს. მისი უმეტესი ნაწილი მაღალმთიანი, ვულკანური და ნაყოფიერია. უძველესი კლდეები, რომლებიც მთელ კუნძულზეა გადაჭიმული, 160 000 წლისაა. კუნძულზე არის ამავე დასახელების ვულკანი, რომელიც ბოლოს 700 წლის წინ ამოიფრქვა. მას 5 კრატერი აქვს. ყველაზე დიდი და ცნობილი კრატერი სტენაფოსია.
კუნძულის ღირსშესანიშნაობა – ნისიროსის უძველესი ციხესიმაგრე (პალეოკასტრო) – ეგეოსის ზღვისპირეთში ერთ-ერთი საუკეთესოდ შენახული შენობაა. ციხესიმაგრე პატარა გორაზეა აღმართული, სოფელ მანტაკის მახლობლად. ის შედგება შავი ვულკანური ქვის დიდი ბლოკებისაგან. მისი კედლის საშუალო სიგანე 3.5 მ-დან 3.80 მ-მდეა. სამხრეთ კედელი 230 მეტრი, ხოლო აღმოსავლეთ კედელი 80 მეტრია.
ნაგებობას ავსებს მართკუთხა კოშკების რიგი, რომელთაგან ექვსი დღემდე შემონახულია. მთელი კონსტრუქცია გარშემორტყმული იყო უძველესი ქალაქის, ნისიროსის ირგვლივ, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე აღმოჩენილი. მის შიგნით ადრეული ქრისტიანული ბაზილიკის ნანგრევებია ნაპოვნი.
ემბორიუს ციხე – მდებარეობს მაღალმთიან სოფელ ემბორიუს ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 300 მეტრის სიმაღლეზე. მეკობრეობის დროს იგი თავშესაფრად გამოიყენებოდა. გორაზე მდებარე სოფელში რაინდების ციხესიმაგრის ნანგრევებია. ციხესიმაგრის ყველაზე მაღალ წერტილზე მთავარანგელოზ მიქაელის ბიზანტიური ეკლესია მდებარეობს, რომელიც XIII საუკუნით თარიღდება. შენობა საინტერესო ფრესკებითა და ხატებით იყო გაფორმებული. 1315 წელს წმინდა იოანეს ბატალიონის რაინდები კუნძულის მმართველები გახდნენ, ხოლო ციხესიმაგრე, სავარაუდოდ, მათი მმართველობის მერე აშენდა. მის ადგილას ადრე ბიზანტიური ციხე არსებობდა. სოფელი თანდათანობით აფართოვებდა თავის საზღვრებს, რის გამოც, თავდაცვით მახასიათებლებსაც აძლიერებდა.