კოსმეტოლოგიიდან დურგლობამდე – 19 წლის გოგონას ისტორია

ჩვენს დროშიც კი ძალიან იშვიათად შეხვდებით ქალს „მამაკაცის“ პროფესიით, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობენ. ამ ლამაზმანის შემხედვარე ძნელი წარმოსადგენია, რომ ის დურგალია. 19 წლის როუზ უილიამსმა არასტანდარტული გზა აირჩია და სამშენებლო ფირმა დააარსა. სტუდენტი გოგონა აგურებს აწყობს და სახურავების გადახურვაც შეუძლია, ამასთანავე მისი მანიკიური ყოველთვის უნაკლოა.

როუზი კოსმეტოლოგიას სწავლობს და ამავდროულად, საკუთარ სამშენებლო ბიზნესს მართავს. ყველას უკვირს, როდესაც იგებენ, თუ რითია დაკავებულია ეს გოგონა, ზოგს კი, საერთოდ არ სჯერა, რომ ის დურგალია. მამაკაცები ხშირად ქილიკობენ, მაგრამ ახალგაზრდა ბრიტანელი მათ ყურადღებას არ აქცევს.

მიუხედავად პროფესიისა, როუზი ძალიან უვლის თავს. ის იღებავს ფრჩხილებს და წამწამებს იმიტომ, რომ უყვარს, როდესაც კარგად გამოიყურება ნებისმიერ ვითარებაში.

როუზს ძალიან მოსწონს კოსმეტოლოგიის სწავლა და ისიც მოსწონს საკუთარ თავში, თუ როგორ არხებს იყოს გლამურული და თანაც, ფიზიკურად იშრომოს. გოგონა სრულიად უპრობლემოდ აწყობს აგურებს და კერამიკულ ფილებს.

 

საკუთარი მაგალითით ახალგაზრდა ბრიტანელი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქალს შეუძლია აკეთოს ყველაფერი, რაც მამაკაცს შეუძლია. როუზს საქმიანობაში მამა და ძმა ეხმარებიან. ამჟამად მისი სამშენებლო კომპანია All You Need-ის მომსახურება საკმაოდ მოთხოვნადია.

კმაყოფილი კლიენტები როუზს ხშირად დადებით გამოხმაურებას უტოვებენ. ის სამშენებლო ბიზნესის განვითარებაზე ფიქრობს და პარალელურად, სურს საყვარელი საქმით – კოსმეტოლოგიით – დაკავდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები