9 წლის მილიონერი ნიგერიიდან – ყველაზე მდიდარი ბავშვი მსოფლიოში

ჩვეულებრივი ბავშვებისგან განსხვავებით, ეს ბიჭუნა ნამდვილი მანქანებით თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სატერფულსაც კი ვერ წვდება, მდიდარ ბიჭუნას უკვე ავტომობილების კოლექცია აქვს. მდიდრული საჩუქრებით 9 წლის ბიჭუნას მისი მულტიმილიონერი მამა ანებივრებს.

9 წლის მომფა-უმცროსს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერს უწოდებენ. ის სახლის მფლობელი 6 წლის ასაკში გახდა და მოგზაურობს მხოლოდ პირადი თვითმფრინავით.

პატარა ინფლუენსერის ნამდვილი სახელია – მუჰამედ ავალ მუსტაფა. ის საკუთარი გლამურული ცხოვრებით სოციალურ ქსელში ტრაბახობს, სადა მას 25 000 გამომწერი აკვირდება.

მუჰამედი – ნიგერიელი მულტიმილიონერისა და იტერნეტვარსკვლავის, ისმაილ მუსტაფას შვილი, რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით – მომფა. მამაც გლამურული ცხოვრებით ტკბება და ტრაბახობს თავისი სიმდიდრით სოციალურ ქსელებში.

მამამ მომფა-უმცროსს პირველი სახლი 2019 წელს 6 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად აჩუქა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები