მარგარეტი ყოველდღე ჩადის მეტროსადგურში და დიდხანს ზის პლატფორმაზე – უკვდავი სიყვარულის ისტორია ლონდონიდან

ეს საოცარი ისტორია ლონდონში 2013 წელს მოხდა

ექიმი მარგარეტ მაკკოლუმი ყოველდღე ჩადის მეტროსადგურში და დიდხანს ზის პლატფორმაზე. ზოგჯერ რამდენიმე მატარებელსაც უშვებს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მოუსმინოს განცხადებას მგზავრებისთვის, რომელიც 1950 წელს ჩაიწერა. ფრაზა „Mind the gap“, რომელიც ყველასათვის ცნობილია, მატარებლიდან გამოსვლის დროს მგზავრებს აუწყებს, სიფრთხილე გამოიჩინონ. ეს ფრაზა ჩაწერა ოსვალდ ლოურენსმა, მარგარეტ მაკკოლუმის მეუღლემ. 

ოსვალდი 2007 წელს დაიღუპა და დიდი სიცარიელე დატოვა საკუთარი მეუღლის გულში, რომელთან ერთადაც ბედნიერი 15 წელი გაატარა. მაგრამ, მარგარეტმა იპოვა გამოსავალი, მისი ახლოს ყოფნა ეგრძნო. მას ყოველდღიურად შეეძლო მეუღლის ხმა გაეგონა, თუნდაც ერთი ფრაზა და აქ, მეტროს პლატფორმაზე, ის საყვარელ ადამიანთან ერთად იქნებოდა. ერთხელაც ჩანაწერი უსულო რობოტის ხმით შეცვალეს. მაშინ მარგარეტმა ლონდონის სატრანსპორტო განყოფილებას მიმართა თხოვნით, გადაეცათ მისთვის აუდიოჩანაწერი მეუღლის ხმით, რათა მას ის სახლში მოესმინა. მისდა საბედნიეროდ, ჩანაწერი შობის წინ მიუვიდა საჩუქრად.

ამ ისტორიის გაგების შემდეგ, კომპანიამ ოსვალდ ლოურენსის ჩანაწერი აღადგინა ერთადერთ გაჩერებაზე, მარგარეტის სახლთან. ახლა Embankment-ის სადგურის ყველა მგზავრი ოსვალდ ლოურენსის ხმას ისმენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები