როცა ყველას გიჟი ჰგონიხარ და შენი მხოლოდ საკუთარ მეუღლეს სჯერა
XIX საუკუნის 90-იანების ბოლოს დეტროიდში, ელექტრონიკის კომპანიაში ახალგაზრდა მექანიკოსი მუშაობდა. მისი ანაზღაურება კვირაში 11 დოლარს შეადგენდა. ის დღეში 10 საათის განმავლობაში შრომობდა, ბრუნდებოდა სახლში, შემდეგ საკუთარ სარდაფში შუაღამემდე მუშაობდა და ახალი ძრავის შემუშავებას ცდილობდა. მამამისი თვლიდა, რომ დროს ფუჭად ხარჯავდა. მეზობლები, საერთოდაც, გიჟს ეძახდნენ და არავის სჯეროდა, რომ ამ საქმიანობით რაიმე გამოვიდოდა… არავის, გარდა მისი მეუღლისა…
ქალი ღამღამობით მუშაობაშიც ეხმარებოდა მეუღლეს და მის თავთან საათობით ეჭირა სანათი. სიცივისგან ხელებიც კი ულურჯდებოდა, კბილები უკაწკაწებდა და ხშირად ცივდებოდა, მაგრამ სჯეროდა საკუთარი მეორე ნახევრის.
წლების შემდეგ სარდაფიდან ხმაური გაიგეს. მეზობლებმა დაინახეს, როგორ მოდიოდა გზაზე, ცხენის გარეშე, მხოლოდ ეტლით ის „გიჟი“ და მისი მეუღლე. ამ უცნაურ ადამიანს ჰენრი ფორდი ერქვა. წლების შემდეგ, როდესაც ერთ-ერთი ჟურნალისტი მისგან ინტერვიუს იღებდა, დაინტერესდა, თუ ვინ სურდა ფორდს, რომ ყოფილიყო სხვა ცხოვრებაში. ჰენრიმ კი უპასუხა: „სულერთია ვინ… მთავარია, ცოლთან ერთად ვიყო…“