„ნაცმოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების მიერ გაუქმებული საარჩევნო სიების აღდგენას ითხოვს

ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ პროპორციული სიების აღდგენა მოითხოვა.

მისი თქმით, თუ სამ ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატებს ჩამოართმევენ, პარლამენტში ისინი სხვა დეპუტატებმა უნდა ჩაანაცვლონ და ჩანაცვლება პროპორციული სიით უნდა მოხდეს.

საქართველოს პარლამენტში ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც რეალურად იქნება ის პროპორცია, რომელიც ქართველმა ხალხმა არჩევნებზე მიანიჭა პოლიტიკურ პარტიებს. ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები