გერმანიაში ვაქცინის მეოთხე დოზის მიღების რეკომენდაციას ამზადებენ
გერმანიის ვაქცინაციის მუდმივი კომისიის ექსპერტები უახლოეს მომავალში გეგმავენ მთავრობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მეოთხე დოზის შეყვანის შეთავაზებას.
ამის შესახებ მედიაჯგუფ Funke-თან საუბარში კომისიის ხელმძღვანელმა, ტომას მარტენსმა თქვა.
მისი განმარტებით, ისრაელის უახლესი მონაცემები ცხადყოფს, რომ მეოთხე დოზამ „ინფიცირებისგან, ასევე, მძიმე დაავადებებისგან დაცვის უკეთესი შედეგი აჩვენა“.
შესაბამისად, კომისია რეკომენდაციას მალე გამოაქვეყნებს. საუბარია მეორე რევაქცინაციაზე.
„რაც შეეხება “ომიკრონზე” ადაპტირებულ ვაქცინებს, კომისია ჯერ უნდა დაელოდოს მონაცემებს Moderna-სა და Biontech/Pfizer-ის კლინიკური კვლევებიდან“, – თქვა მერტენსმა.
ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა უკვე ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო.