დიდუბის რაიონის გამგეობამ წერეთლის გამზირის N55-ში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია დაიწყო
დიდუბის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, წერეთლის გამზირის N55-ში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია დაიწყო.
წერეთლის გამზირის N55-ის მეორე კორპუსში 122 გრძივი მეტრი სიგრძის წყლისა და წყალარინების შიდა და გარე ქსელი იცვლება. სამუშაოების დასრულების შემდგომ, ექვს სადარბაზოში, 151 ოჯახს არსებული პრობლემა მოუგვარდება. აღნიშნულ პროექტს, რომელსაც კომპანია „აიტი სერვისი“ ახორციელებს, დიდუბის რაიონის გამგეობა 33 792 ლარით აფინანსებს.
მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, მოადგილეს მამუკა ვეკუასთან, ასევე, საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.