კალაძე – მოვაჭრეებზე: ჩვენ არავის ვუშლით ხელს ბიზნესში, მაგრამ როდესაც ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ეს ხელს უშლის ათიათასობით ადამიანს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია მოვაჭრეებს ბაზრობების ხელმძღვანელებთან კომუნიკაციაში დაეხმარება, რათა მათ საქმიანობის გაგრძელება შეძლონ.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მერიაში ბევრი შეტყობინება შედის.
„ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით ბიზნესისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს წესრიგის ფარგლებში. როდესაც ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ეს ხელს უშლის ათიათასობით ადამიანს.
ძალიან ბევრი შეტყობინება შემოდის ამასთან დაკავშირებით. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით კომუნიკაციაში ბაზრობების ხელმძღვანელებთან იმისთვის, რომ ამ ადამიანების საქმიანობა შესაძლებელი იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.