გლდანში სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანში სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები 9 მისამართზე მიმდინარეობს.
დაზიანებული სახურავის რეაბილიტაცია I მიკრორაიონის N18 კორპუსს უტარდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 41 215 ლარი არის გათვალისწინებული. ასევე, დაზიანებული სახურავის შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს ლიბანის N10-ში, აფხაიძის I შესახვევის N4-სა და გლდანის VI მიკრორიაონის N31-ე კორპუსებში.
აღნიშნული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და გამგეობის მიერ 100%-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% – 10 %-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები