რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა მთაწმინდის რაიონში 2021 წელს

2021 წელს მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობდა. რაიონის გამგეობის ინფორმაციით, რაიონში 10 სკვერი და 4 მოსასვენებელი სივრცე მოეწყო.
მათ შორის, პროექტები განხორციელდა:
• კოჯორი, აზეულას ქუჩა;
• შინდისი, ე.ჭავჭავაძის ქუჩა;
• ი.გოგებაშვილის ქ. N43;
• კიკეთი, დიდების ქუჩა;
• ძმები კაკაბაძეების ქ. N41;
• ი. მაჩალის ქ. N3;
• ძმები ზუბალაშვილების ქ. N20.
აღნიშნულ მისამართბზე სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა. მოეწყო საბავშვო გასართობი ზონები – დამონტაჟდა სხვადასხვა ატრაქციონი. ასევე, მოეწყო განათების ქსელი და სარწყავი სისტემა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და შესაბამისი ინვენტარი სკვერების მთელ ტერიტორიაზე განთავსდა.
სკვერების და მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასა და რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 1 843 311 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები