დიდუბის რაიონის გამგეობამ, 2022 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო
დიდუბის რაიონის გამგეობამ, 2022 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო.
ასფალტის საფარის მოწესრიგების სამუშაოები დიღმის მასივის მესამე კვარტალში მიმდინარეობს. კონტრაქტორმა კომპანიამ მესამე კვარტლის მე-3, მე-4 და მე-5 კორპუსების მიმდებარედ დაზიანებული ასფალტის ფენა მოხსნა, ამის შემდგომ კი მოეწყობა ბორდიური და ასფალტის ორფენიანი საფარი 1570 კვ.მ ფართობზე დაიგება.
აღნიშნული სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ ახორციელებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85 600 ლარი გამოიყოფა.