ჰოლოკოსტი ფოტოებზე

ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასობრივი გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალებისა და სხვების გათვალისწინებით, მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია.


ინგლისური სიტყვა „holocaust“ გამოყენებული ლათინური ბიბლიიდან, ხოლო მასში ეს სიტყვა ბერძნულიდანაა ნასესხები. ნიშნავს „სრულად დაწვას“. ინგლისური ტერმინი „holocaust“ დღევანდელი მნიშვნელობით იხმარება 1910-იანი წლებიდან.


მიუხედავად შეუნიღბავი დისკრიმინაციული პოლიტიკისა ებრაელების მიმართ, გენოციდი არ დაწყებულა ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ნაცისტები თავიდან ცდილობდნენ ებრაელები გაეძევებინათ ქვეყნიდან, მაგრამ მათ წასასვლელი არსად ჰქონდათ. საერთაშორისო კონფერენცია დევნილების შესახებ ევიანში (საფრანგეთი) მოწვეული 1938 წლის ივლისში, აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მიერ, დასრულდა სრული მარცხით. დომინიკელთა რესპუბლიკა გარდა, 32 მონაწილე ქვეყნებიდან არც ერთმა არ მისცა მცირეოდენი შანსიც კი გერმანიიდან და ავსტრიიდან დევნილ ებრაელებს. ამასთან, დიდი ბრიტანეთი ზღუდავდა ემიგრანტების დინებას მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პალესტინაში.

„ნიურნბერგის კანონმა“ 1935 წლის 15 სექტემბრიდან წერტილი დაუსვა გერმანიაში ებრაელების თანასწორუფლებიანობას და მათ უკვე რასობრივი ტერმინებით განასხვავებდა.

ანტისემიტურმა ისტერიამ გერმანია მიიყვანა 1938 წლის (9-10 ნოემბრის ღამე) ებრაელთა სინაგოგებისა და მაღაზიების მასობრივ გაჩანაგებამდე, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც „ბროლის ღამე“ (მინის ნამსხვრევთა გამო, რომლითაც იყო მოფენილი გერმანული ქალაქები).

1933-1939 წლებში გერმანიიდან და ავსტრიიდან 330 ათასი ებრაელი გაიქცა.

1939 წლის დასაწყისში ჰიტლერმა „4-წლიანი გეგმის შემსრულებელს“, ჰერმან გერინგს დაავალა მოემზადებინა გეგმა ებრაელების გერმანიიდან განსადევნად. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის არამარტო გაიზარდა მათი რიცხვი (გერმანიისთვის პოლონეთის მიერთების შემდეგ), არამედ გაართულა კიდეც ლეგალური ემიგრაცია.

ომის დასაწყისისთვის ნაცისტებმა დაიპყრეს ის რეგიონები, რომლებიც ყველაზე მჭიდროდ იყო დასახლებული ებრაელებით – პოლონეთი, ბალტიისპირეთი, უკრაინა, ბელორუსია.

დიდ ქალაქებში (უფრო მოგვიანებით, პატარა ქალაქებშიც) იქმნებოდა ებრაული გეტოები, სადაც ებრაელები მიჰყავდათ. უდიდესი გეტო იყო შექმნილი ვარშავაში, იქ 480 000-მდე ებრაელი იმყოფებოდა. იგი 1943 წელს ლიკვიდირებულ იქნა მასობრივი დეპორტაციის შემდეგ ტრებლინკაში 1942 წლის ზაფხულში და 1943 წლის იანვრისა და აპრილის აჯანყების შემდეგ. ქ.ლოძის (პოლონეთი) გეტოში – 160 000-მდე ებრაელი იმყოფებოდა. ეს გეტო თანდათან განადგურებულ იქნა: პირველი დეპორტაციის ნაკადი ჰელმნოში 1942 წლის იანვარსა და მაისს შორის იყო, შემდეგ სხვა რიგი დეპორტაციებისა სხვა ბანაკებში, 1944 წლის 1 სექტემბერს კი, საბოლოოდ იქნა ლიკვიდირებული.

საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი გეტოები – ლვოვში (409 ათასი ადამიანი, არსებობდა 1941 წლის ნოემბრიდან 1943 წლის ივნისამდე), მინსკში (დაახლოებით, 100 ათასამდე ადამიანი) – 1943 წლის 21 ოქტომბერს იქნა ლიკვიდირებული.

საბჭოთა კავშირში ებრაელებით დასახლებული რეგიონი ნადგურდებოდა. 1941 წლის ოქტომბრის შუაში დაიწყო ებრაელების დეპორტაცია გერმანიიდან და რამდენიმე დღის შემდეგ აკრძალულ იქნა ებრაელების ემიგრაცია. ასევე, ოქტომბერში იყო არჩეული ადგილები „გამანადგურებელი ბანაკების“, „ჰელმნოსა“ და „ბელჟეცის“ ასაშენებლად. დეკემბრის დასაწყისისთვის პირველმა მათგანმა, „ჰელმნომ“, ფუნქციონირება დაიწყო. იქ ებრაელებს ხოცავდნენ გაზით, რომელსაც დიდი დიზელის ძრავები გამოიმუშავებდა და უშვებდნენ გაზის კამერებში.

1942 წელს ნაცისტები იმუშავებენ „ებრაელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტის“ პროგრამას. ეს გადაწყვეტილება არ არის აფიშირებული და ცოტას (მათ შორის, მომავალ მსხვერპლსაც) თუ შეეძლო დაეჯერებინა, რომ მეოცე საუკუნეში ასეთი რამ შესაძლებელი იყო. გერმანიის, საფრანგეთი, ჰოლანდიის, ბელგიის ებრაელებს გზავნიდნენ აღმოსავლეთით, პოლონეთისა და ბელორუსიის ბანაკებსა და გეტოებში, უყვებოდნენ მათ რა დროებითი გადასახლების შესახებ. პოლონეთში იქმნებოდა ე.წ. „სიკვდილის ბანაკები“, რომლებიც საერთოდ გათვალისწინებული იყო არა დიდი რაოდენობის ხალხის საცხოვრებლად, არამედ ახალმოსულების სწრაფი განადგურებისთვის.

შეხვედრის პროტოკოლი ფიგურირებდა ნიურნბერგის სასამართლოზე, როგორც „ებრაელების დევნის“ საქმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამამტკიცებელი საბუთი. ხშირად ეს თათბირი ხასიათდება, როგორც „ევროპელი ებრაელების გასანადგურებლად გამომუშავებული გეგმა“, თუმცა შეხვედრაზე არ არის პირდაპირ ნათქვამი არაფერი ებრაელების განადგურებაზე.

თათბირის ერთ-ერთი მთავარ ფრაზაში ნათქვამი იყო: „ფიურერთან შეთანხმებით, გადასახლების მაგიერ, ამ წუთიდან მოქმედებს ამ საკითხის სხვა გადაწყვეტილება: დაიწყო ებრაელების ევაკუაცია აღმოსავლეთით.“ ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაიწყო სიკვდილის ბანაკების მშენებლობა პოლონეთში.

არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოკოსტი, როგორც მოვლენა, არ არსებობდა იმ სახით, როგორადაც მას საერთაშორისოდ მიღებული ისტორიოგრაფია აღწერს. გაეროს გენერალური ასამბლეა 2005 წლის 21 ნოემბრის რეზოლუციით უარყოფს ნებისმიერ მთლიან ან სანახევროდ უარყოფილ ჰოლოკოსტს, როგორც მოვლენას. 2007 წლის 26 იანვარს კი, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის წინა დღით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული ფაქტის გასამართლებისა. დოკუმენტს დაეთანხმა 103 ქვეყანა 192 წევრიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები