თბილისი-რუსთავის მეტროს პროექტი, ფინანსური ფაქტორის გამო, ამ ეტაპზე ვერ განხორციელდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისი-რუსთავის მეტროს პროექტის განხორციელება, ფინანსური მხარის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია სხვა უფრო პრიორიტეტული პროექტებზე გააგრძელებს მუშაობას.

„პროექტის დაწყება ჯერ ვერ მოხდება.  ჩვენ დაქირავებული გვყავდა ევროპული კომპანია, რომელიც ატარებდა კვლევებს, თუ რამდენად საინტერესო იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება. იყო ორი მიმართულება. ეს იყო სამგორი-ლილოს მიმართულება და მეორე ეტაპი – რუსთავთან დამაკავშირებელი მეტროს გზა. ამ ეტაპზე პროექტის განხორციელება ვერ მოხდება იმიტომ, რომ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დაველოდოთ, რადგან არის სხვა კიდევ უფრო პრიორიტეტული და მომგებიანი პროექტები ქალაქისთვის, რომლებიც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ხორციელდება “, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები