კრწანისის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს
კრწანისის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
ამ ეტაპზე ასფალტის ახალი საფარის დაგება ორთაჭალისა და მეფისაშვილის ქუჩებზე, მეფისაშვილის მეოთხე შესახვევსა და ახუნდოვის ქუჩაზე სრულდება.
გამგეობის ინფორმაციით, გასულ წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ჯამში, კრწანისის რაიონში ასფალტის ახალი საფარი 33 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.