ნაძალადევის რაიონს სამი განახლებული სპორტული მოედანი შეემატა

ნაძალადევის რაიონში სამი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ასევე, დაზიანებული ინფრასტრუქტურა შეკეთდა კიდევ სამ მინი სტადიონზე. სპორტულ მოედნებზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 160 000 ლარი დახარჯა.

ერწოს ქუჩა N4-სა და ზღვისუბნის XI მიკრორაიონის II კვარტალში განახლებული მოედნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. ირაკლი ანდღულაძემ დაათვალიერა.

„აქტიურად ვაგრძელებთ მინი სტადიონების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების სპორტულ განვითარებას. ჩვენთვის პრიორიტეტია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, რისთვისაც პირველ რიგში საჭიროა, ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი და მეტი მოწესრიგებული სპორტული სივრცე. აღსანიშნავია, რომ ერწოს ქუჩაზე ვეტერანი სპორტსმენის, ფეხბურთში ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის, გელა კეტაშვილის სახელობის მოედანს ჩავუტარეთ რეკონსტრუქცია“, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

აღნიშნულ მისამართებზე შეიცვალა ხელოვნური მწვანე საფარი და სპორტული ინფრასტრუქტურა. ზღვისუბანში განახლებული მოედნის ფართობი 480 კვ.მ-ია, ერწოს ქუჩა N4-ში კი, სარეაბილიტაციო სამუშაოები 380 კვ.მ ფართობზე შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები