მეტეხის გვირაბში დასუფთავების აქცია ჩატარდა

მეტეხის გვირაბში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. სამუშაოების ფარგლებში, ტალახისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 50-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა.

დასუფთავების სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.

სამუშაოების გამო, მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდა. ამ დროისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები