კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში 27 საბავშვო ბაღია დაკეტილი. ამის შესახებ “კვირას” ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
“სააღმზრდელო პროცესი ასევე შეჩერებულია 67 ბაღის 112 ჯგუფში. ამ დროისთვის, კორონავირუსი დადასტურებული აქვს საბავშვო ბაღების 125 თანამშრომელს და 54 აღსაზრდელს”, – განაცხადეს სააგენტოში.