კახა კალაძე: მიკროავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროცესი დავასრულეთ
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროცესი დასრულდა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 1-ელი თებერვლიდან მოსახლოებას მხოლოდ ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება.
„დილით გვქონდა ახალი მიკროავტობუსებით პრეზენტაცია და ამით დავასრულეთ მიკროავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროცესი. 1000 ერთეული მიკროავტობუსი უკვე ქალაქშია და 1-ელი თებერვლიდან გაეშვება ხაზებზე. 1-ელი თებერვლიდან არცერთი ,,ყვითელი მარშუტკა“ აღარ იმოძრავებს. მიხარია, როგორც ქალაქის მერს, ამ ქალაქში მცხოვრებს ადამიანს, რომ წელიწად-ნახევრის წინ გაცემული დაპირება შესრულებულია,“ – განაცხადა კალაძემ.