დიღმის მასივის მესამე კვარტალში მდებარე სპორტული კომპლექსი თბილისის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა

დიღმის მასივის მესამე კვარტალში მდებარე სპორტული კომპლექსი, რომელიც წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო, ადგილმონაცვლეობის შედეგად, თბილისის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.
დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას გაეცნო.
აღნიშნული სივრცის რეაბილიტაციის პროექტს დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განახორციელებს. შედეგად, დიღმის მასივს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები